„რუსული მხარე დაღუპულთა ცხედრებს ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის“, – ამის შესახებ სუმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს.
უკრაინელები რუსებს ხელოვნური ინტელექტით უკრაინაში განადგურებული ოკუპანტების პოვნაში დაეხმარებიან
"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, უკრაინელები კეთილი ხალხი ვართ. რუსებს საკუთარი ცხედრების წაღებაც კი არ უნდათ, ფეხებზე ჰკიდიათ" - ნათქვამია განცხადებაში
„ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ. გარდაცვლილები არ მიჰყავთ. ჩვენთან რჩებიან, რაც უპირველეს ყოვლისა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.“ – აღნიშნა კოტლიარმა და დასძინა, რომ უსაბუთო ცხედრების იდენტიფიცირება რთულია.
1 თვეში უკრაინაში 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს: NATO
უკრაინული მედიის ცნობით, რუსი მებრძოლების გვამების შესანახად 10 მაცივარია შეკვეთილი, თუმცა ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გამო, ისინი ჯერ არ მიუტანიათ. ცხედრების უმეტესობა რუსეთს ბელარუსში გადააქვს, სადაც ვაგონებში ათავსებენ და რკინიგზით სახლში აგზავნიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე