LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუმიში, ბავშვთა სახლიდან 71 ობოლი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

355
სუმი ბავშვები

უკრაინის ქალაქ სუმიში, ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ბავშვებმა ბოლო 2 კვირა სარდაფში გაატარეს.

სუმის რეგიონალური გუბერნატორის დმიტრო ჟივიცკის თქმით, ობლები, რომელთაგან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ყველა ოთხ წლამდე ასაკისაა, საბრძოლო ზონიდან საევაკუაციო დერეფნის გავლით გამოიყვანეს.

„თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ ბავშვებს თავშესაფრებში ვმალავდით, ეს არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ და მათი უმეტესობა მუდმივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g