LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუნამო პიკეს არომატით?“ – შაკირამ პარფიუმი ROJO გამოუშვა

213
page

რთული პირადისა და წარმოუდგენლად წარმატებული მუსიკალური კარიერის ფონზე, კოლუმბიელმა არტისტმა შაკირამ  ქალბატონებისთვის პარფიუმი,  ROJO შექმნა. მომღერალმა შთამბეჭდავი ფოტოების სერია სულ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ცნობისთვის, შაკირას სუნამოს ღირებულება 47 დოლარია.

აღნიშნულ ინფორმაციას უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„სუნამო პიკეს არომატით?“, „ამ სუნამოსაც ჟერარ პიკეს უძღვნის?“, „კლარა ჩია მარტიც შეიძენს ამ სუნამოს“, – წერენ კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შაკირას მიერ შექმნილი ყველა სიმღერა პიკესა და მის ახალ რჩეულს, კლარა ჩია მარტის ეძღვნება. აგრეთვე, ცნობილი ხდება, რომ შაკირა პიკესთან დრამატული და მეტად სკანდალური განშორების შესახებ, დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომელშიც უამრავი საარქივო მასალა იქნება გამოყენებული.

ნაღმი! – „ღალატი და მე“ – შაკირა ჟერარ პიკესთან გადატანილი დრამის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს

ვიდეო: მორიგი ტრიუმფი და პირველი ემოციები – შაკირამ სიმღერისთვის BZRP, რომელიც მან პიკეს მიუძღვნა, „ლათინური გრემის“ ჯილდო მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები