LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი…” – როგორ დაიკლო ნიკა მელიამ 24 კილო

900
BeFunky-collage (6)

ენმ-ს თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების ინტერესის საგანი მისი ფიზიკური ცვლილება გახდა.

ყველა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ენმ-ს თავმჯდომარემ საპატრიმროში ყოფნის დროს წო­ნა­ში 24 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები – როგორ.

“სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი, დღეში მხოლოდ ერთხელ,დღისით ვჭამდი. იქ რომ შე­ვე­დი ქა­მა­რი და თას­მე­ბი მომხსნეს და რომ გა­მო­ვე­დი, ქა­მა­რი გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ გინდ გე­კე­თოს, გინდ არა. ეს შარ­ვა­ლი მეც­ვა, რომ და­მი­ჭი­რეს და ქამ­რის გა­რე­შე ვერ ჩა­იც­ვამ”. – გა­ნუ­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ნიკა მელიამ საპატიმროში 2 თვეზე მეტი გაატარა.  „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და.

მან ციხე გუშინ დატოვა. ენმ-ს თავმჯდომარეს რუსთავში მდებარე საპყრობილესთან ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ.

 

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტოკოლაჟი: “ფორმულა” და “რუსთავი 2”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g