LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Super Bowl: ბიონსეს, Coldplay-სა და ბრუნო მარსის დაუვიწყარი პერფორმანსი (ფოტო/ვიდეო)

138

პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ღონისძიება, „სუპერ-ბოულ სანდეი“ უკვე წლებია ამერიკის დე-ფაქტო ეროვნულ დღესასწაულად ითვლება. ესააა შოუ, რომლისთვისაც მუსიკოსები ერთი წლით ადრე იწყებენ მზადებას. წელს ეს მისია  ბიონსეს, ბრუნო მარსსა და Coldplay-ს ხვდათ წილად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული და მუსიკალური შოუ, რომელსაც მაყურებელი მთელი წელი ელოდა. ბიონსე სექსუალურად გამოიყურებოდა შავ ანსამბლში, რომელიც 80-იანი წლების როკ-სტილში იყო გადაწყვეტილი. მომღერალმა თავისი ახალი ჰიტი  Formation პირველად წარმოადგინა ლაივში და დასასრულს მსოფლიო ტურნეც დააანონსა. შეუდარებელი იყო კრის მარტინიც, რომელმაც ჯგუფთან ერთად 12 წუთიანი მუსიკალური ნომერი წარმოადგინა. მოცეკვავეებმა ულამაზესი ყვავილებით ხელში ცისარტყელა შეკრეს, ბრუნო მარსმა კი თავის გუნდთან ერთად სიმღერა Uptown Funk იმღერა. საბოლოოდ მუსიკოსები ერთობლივად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და Coldplay-ს ჰიტი Fix You შეასრულეს. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. ამერიკის ჰიმნი კი, ლეიდი გაგამ შეასრულა. პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის გრანდიოზული შოუს დეტალები იხილეთ ჩვენს ფოტოკოლაჟში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები