LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერბოული 2019: ადამ ლევინის სიშიშვლე და გლედის ნაიტის ემოციური პერფორმანსი (ვიდეო)

BeFunky-collage

3 თებერვალს, ატლანტაში, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებული უკვე მეექვსედ, ,,ნიუ ინგლენდ პატრიოტსი” გახდა.

ყველასთვის ცნობილია, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, თავისი მუსიკალური გაფორმებით ყოველწლიურად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვდება.

გამონაკლისი არც წლევანდელი ,,სუპერბოული” ყოფილა, რომელიც გლედის ნაიტის სანახაობით გაიხსნა. ,,სოულის იმპერატორმა” მშობლიური ქალაქის მთავარ სტადიონზე, ,,ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა” იმღერა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია Maroon 5-ის გამოსვლა, რომელიც წლევანდელი ,,სუპერბოულის” ჰედლაინერად მოგვევლინა. შოუზე, რომელიც კოლექტივმა სიმღერებით Harder to Breathe და This Love გახსნა, ასევე ტრევის სკოტი და ბიგ ბოი ვიხილეთ.

2019 წლის ,,სუპერბოულს” თამამად შეიძლება ვუწოდოთ გრანდიოზული, თუმცა არა ჯგუფის წარმოდგენიდან გამომდინარე. ყველაფერი ალბათ იმ სპეცეფექტებისა და ბენდის ვოკალისტის, ადამ ლევინის დამსახურებაა, რომელთაც საღამო მართლაც შთამბეჭდავი გახადეს. პერფორმანსის ბოლოს, 39 წლის ვარსკვლავი სცენაზე წელს ზევით შიშველი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ,,სუპერბოულის” დაწყებამდე, State Farm Arena-ზე Super Bowl Music Fest გაიმართა, რომელზეც ლუდაკრისი, აეროსმიტი, ბრუნო მარსი, ქარდი ბი, Migos, Post Malone და სხვები გამოვიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები