LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტებში ამ თვიდან „უცრემლო“ ხახვი გაიყიდება

101
800x-1

გერმანიის სუპერმარკეტების თაროებზე მიმდინარე თვიდან ე.წ „უცრემლო“ ხახვი, ანუ Sunion გამოჩნდება. პროდუქციას გერმანული კომპანია BASF აწარმოებს, ინფორმაციას კი „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებლებს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ასევე ექნებათ წვდომა პროდუქტზე. “უცრემლო“ ხახვი გამოჩნდა აშშ-ს, კანადისა და ესპანეთის ბაზრებზეც.

გერმანული კომპანია BASF-ის ინფორმაციით, რომელი ქვეყნების ბაზრებზე შესვლა განიხილება შემდეგში, მომხმარებელთა ადგილობრივ ინტერესზე და მიწოდების ხელმისაწვდომ ვარიანტებზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები