Entertainment Weekly-ის ცნობით, არიზონას შტატში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მსახიობი ნოელ ნილი გარდაიცვალა.
ნოელ ნილმა 1948 წელს გადაღებულ „სუპერმენში“ ლოის ლენის როლი შეასრულა. ასევე ითამაშა ფილმში „ატომის ადამიანი სუპერმენის წინააღმდეგ“. ამას მოჰყვა სერიალი „სუპერმენის თავგადასავლები“.