DC-მ სუპერმენისა და ლოის ლეინის როლების ახალი შემსრულებლები დაასახელა.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ ფილმში საკულტო სუპერგმირის, კლარკ კენტის როლს დევიდ კორენსვეტი ითამაშებს, მისი პარტნიორს, ჟურნალისტ ლოის ლეინის როლს კი რეიჩელ ბროსნაჰენი მოირგებს.
ფილმის „სუპერმენი: მემკვიდრეობა“ რეჟისორი ჯეიმს განი იქნება.
პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მედიაში აცხადებენ, რომ მას 2025 წელს ვიხილავთ.