LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას 18 წლის ვაჟი პოდიუმს იპყრობს (ფოტო)

298
natalia-vodianova-news

37 წლის სუპერმოდელის, ნატალია ვოდიანოვას 18 წლის ვაჟი ლუკასი დედის მსგავსად, პოდიუმებს იპყრობს. წინა წელს ის „ბალმეინის“ კოლექციის წარდგენაზე ვნახეთ. ამჯერად კი მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტენმა ის დეფილეზე კიდევ ერთხელ გამოიყვანა. ლუკასმა ბრენდის 2020-2021 წლის კოლექცია წარმოადგინა. თავად ვოდიანოვამ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ბრენდის სამოსის ჩვენებაში.

დეკემბრის ბოლოს ნატალიამ ვაჟს 18 წლის იუბილე ემოციურად მიულოცა. ლუკასი მოდელის უფროსი ვაჟია. მას კიდევ 3 შვილი ჰყავს. უმცროსი ვაჟი, მაქსიმი ანტუან არნოს შვილია, რომელზეც ვოდიანოვა 2020 წელს დაქორწინებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები