LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერქარი McLaren ყველაზე გრძელი მოგზაურობისთვის შეიქმნა

130
mclrn

კომპანია McLaren-მა მოგზაურობისთვის განკუთვნილი სუპერქარის ახალი კადრები გამოაქვეყნა. ავტომობილი ჯერ ისევ კამუფლაჟშია მოთავსებული, თუმცა მისი ძარის ფორმის ამოცნობა რთული არ არის.

სიახლეს ბრენდმა McLaren of Grand Tourers უწოდა და მისი შექმნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. მოდელი სიცხესა და სიცივეში წარმატებით გამოსცადეს და პლანეტის სხვადასხვა ადგილასაც ამოგზაურეს. შემდეგი ეტაპი საკვალიფიკაციო ტესტებია, მათ შორის 1600 კმ-იანი გარბენი, რომელიც ბარსელონას სიახლოვეს გაიმართება. სუპერქარში ექსპერიმენტის დროს ორი მგზავრი და მათი ბარგი იქნება მოთავსებული.

როგორც მწარმოებელი იუწყება, სუპერქარის მთავარი მახასიათებელი კომფორტია, რაც მოცულობით სალონს, დიდ საბარგულს და მოხერხებული მართვის სისტემებს გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g