კომპანიამ ექსტრემალური საშუალო ძრავიანი მოდელი დააანონსა
ავტოსპორტულმა კომპანიამ Reiter Engineering ახალი პროტოტიპის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ცხელი სუპერქარი ათცილინდრიანი აგრეგატით იქნება უზრუნველყოფილი.
სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს და რამდენიმე ფაქტის გარკვევა ვიდეო თიზერიდანაა შესაძლებელი. მაგალითად ის, რომ სიახლემ ძრავი V10-ის გარდა, „კბილანებიანი“ საბურავებიც მიიღო.
ექსპერტთა ვარაუდით, სარბოლო მოდელი GT4 რეგლამენტით იქნება აგებული, რაც იმას ნიშნავს რომ მისი წონა 999 კილოგრამია და Audi-ს გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
და ბოლოს, Reiter Xymera-ს პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
