ცოტა ხნის წინ, ალესანდრა ამბროსიომ, ჟიზელ ქორიასთან და უმცროს დასთან, ალინესთან ერთად, საზღვაო ტანსაცმლის ბრენდი, GAL Floripa შექმნა.
იმ ფონზე, როცა ტრიოს წამოწყება უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბრაზილიელი მოდელი მომხმარებლებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და საკუთარი ბრენდის საიმიჯო ფოტოებს აქტიურად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ მათ მისაზიდად საცურაო კოსტიუმების რეკლამას ლამაზმანი საკუთარ თავზე იღებს.
ახლახან, 38 წლის ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია. თეთრ ბიკინში გამოწყობილმა ,,ვიქტორიას სიკრეტის” ექს-ანგელოზმა ქსელში სანაპიროზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრა ამბროსიო ,,ვიქტორიას სიკრეტი” 2017 წელს დატოვა.