სოციალურ ქსელში მსახიობისა და ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.
ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე „ფეისბუქში” ჯაჭვლიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ლორთქიფანიძე წერს, ფოტო ამ წუთას არის გადაღებული.
„SOS!!! ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ…
ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი.
სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადგომით”, – წერს დავით ლორთქიფანიძე.