ლანჩხუთში, დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც ელექტროტრავმა მიიღო.
„გარდაცვალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებლის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია, რა წამსაც მიიზიდა დენმა“, – უთხრეს „გურია ნიუსს“ მოზარდის ახლობლებმა.
