LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა კიდევ 2 კოოპერატივში დაინერგა

100

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ კიდევ ორ კოოპერაციულ საწარმოში, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დაინერგა.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მთის გემო“ და „თანადგომა“ ადიგენისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ. მათ USAID/საქართველოს სასოფლო -სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის თანადაფინანსებით “საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის „ (HACCP) შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მთის გემო“ და „თანადგომა“ 2016 წელიდან ჩართულები არიან „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები ფუნქციონირებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა მიეცათ, აწარმოონ უვნებელი და მიკვლევადი პროდუქცია, რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები