LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურვილი არ მაქვს მაგ კაცთან კომუნიკაცია მქონდესო… კაპანაძეს გამოძიებისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვს მიწოდებული – რამიშვილი

221
BeFunky-collage

“დეა კაპანაძის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო თამარის მხრიდან მანამდე არსებულ თვითმკვლელობის მცდელობასთან აღმოჩნდა სიცრუე” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კაპანაძეს გამოძიებისთვის სხვადასხვა დროს, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვს მიწოდებული.

“საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად არ წამოვიდა, თურმე სიბნელის ეშინია…სავარაუდოდ, იცის ვინ გაიტყუა თამარი – ბაჩალიაშვილის დედა დეა კაპანაძეზე

მაგალითისთვის, მიხეილ რამიშვილი სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაციას ასახელებს. ადვოკატი ამბობს, რომ მან გამოკითხა ბაჩალიაშვილის თანაკლასელები და არც ერთი მათგანი ამას არ ადასტურებს.

„არცერთ კლასში, არცერთ დროს არ მახსოვს და არც მეგობრებისგან არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და ჩემს რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას,“ – ეს არ არის ერთი ადამიანის ჩვენება, გურამ ჯერანაშვილის. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე დავით გოგლაძე. ამით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ გამოძიება ამით ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს დეა კაპანაძის ჩვენებით“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ დეა კაპანაძე მასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს:

ვნახე ბაჩანასი და დეას მიმოწერა, სადაც პირდაპირ ეკითხება ბაჩანა- ადვოკატთან თუ გექნება ურთიერთობაო და დეა პირდაპირ პასუხობს, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს მე თამარის ადვოკატთან, მაგ კაცთან რაიმე კომუნიკაცია მქონდესო. ჩემი ყველანაირი მცდელობისა, თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას- ამბობს მიხეილ რამიშვილი.

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გეგმავს გაასაჯაროოს სხვა ჩვენებები, მათ შორის მწყემსების ჩვენები, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვნად ცვლის საქმის გარემოებებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g