LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი: „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“

138
სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყების მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღება ხდება.

„ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – განუცხადეს „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. როგორც 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს.

მიმდინარე წლის 5 იანვარს სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

ლევან მახაშვილი: „ყველაზე მთავარია ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g