თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მახლობლად სილამაზის სალონი გაქურდეს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, გამტაცებლები არასრულწლოვნები არიან.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, ჩანს, რომ სალონში გამთენიისას ორი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
ტელეკომპანიასთან სალონში დასაქმებულები აცხადებენ, შენობაში ხელფასების სახით გასაცემი 8 000 ლარამდე თანხა იყო დატოვებული.
როგორც „ფორტუნას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულები უკვე იდენტიფიცირებულნი არიან. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.