„მოგზაურობა ევროპის ყველაზე იზოლირებულ სოფელში – სახიფათო და დაუჯერებელი ტური“ – ასე ჰქვია Youtube-ის მაღალრეიტინგული სამოგზაურო არხის Yes Theory 36 წუთიან ფილმს, რომელიც საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მოამზადდა.
Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.
ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები.
ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.
Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს.