“სვიფტი” აცხადებს მიღებას აქსელერაციის პროგრამაზე – პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით

237
329267060_605906668041850_1464437720649896799_n

მსოფლიოს მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და  გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც, განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება, თუმცა ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ტექნოლოგიური სპეციალისტების დეფიციტია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, „მეიქინგ საიენს სვიფტმა“ (Making Science Sweeft)  იუსეიდის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით , აქსელერაციაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციას, შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებელს და ქვეყნის ეკონომიურ კეთილდღეობას გაზრდის.

7 თებერვლიდან გამოცხადდა მიღება აქსელერაციის პროგრამაზე.  პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა აიტი და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ,ვისაც საბაზისო ცოდნა აქვს აიტი ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

დაინტერესებულ  პირებს ვებგვერდზე https://sweeftdigital.com/  შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს