LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვირში ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

138

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში, ხანძრის ჩასაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენები ჩაერთვებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 07:00 საათიდან ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩართვება.

ამის შესახებ მინისტრმა ხანძრის კერის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. გიორგი მღებრიშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მისივე თქმით, რთული რელიეფის გამო, ღამით, ცოცხალი ძალა ვერ იმუშავებს.

“არის ძალიან კლდოვანი ადგილი, ციცაბო ფერდობი. კონსულტაციების შემდგომ  მივიღე გადაწყვეილება, რომ ადგილზე არ დავტოვოთ ცოცხალი ძალა. ჯობია, რომ გამოვიყვანოთ. ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰექტრობით დამწვარი ტყე”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, ხანძარი სვირში საგანგაშო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g