LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვის კაპიტალი“ გახდა „სკაპი“ – წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე საქმიანობას ახალი სახელით აგრძელებს

526
სკაპი

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“, რომელიც წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობას „სკაპის“ სახელით აგრძელებს.

სახელი „სკაპი“, რომელიც ძველისგან განსხვავებით ერთი სიტყვით არის წარმოდგენილი, სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის ხედვას, შექმნას მომხმარებლისთვის მარტივი და თანამედროვე ფინანსური სერვისები.

კომპანიის რებრენდინგი, ახალ სახელთან ერთად, მოიცავს განახლებულ ვიზუალურ იდენტობას, მეტი აქცენტით ციფრულ შესაძლებლობებზე, რაც ორგანიზაციის სერვისებში ბოლო წლებში დაინერგა.

„სკაპის“ 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი, ქვეყნის მასშტაბით 35 ფილიალითა და თანამედროვე მობილური აპლიკაციით, მიზნად ისახავს კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს პოზიცია საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და გააგრძელოს გრძელვადიანი ზრდა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g