კომპანია Swarovski-ს მემკვიდრე, ვიქტორია სვაროვსკი და მისი მეორე ნახევარი, ვერნერ მიურეცი დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს შვიდი წელი ხვდებოდა.
პატარაძლის კაბა, რომელიც Swarovski-ს ცოცხალ რეკლამას წარმოადგენდა, დიზაინერმა მაიკლ სინკომ შექმნა. იგი ლედი გაგას, ბიონსესა და ჯენიფერ ლოპესის უამრავი სასცენო ჩაცმულობსი ავტორია.
ვიქტორიას საქორწინო კაბა მილიონი დოლარი დაჯდა და ის 46 კილოგრამს იწონიდა. ქორწილი კი ნამდვილად გრანდიოზული გამოვიდა და ისამ დღეს გაგრძელდა.