LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Swarovski-ს ახალ რეკლამაში კარლი კლოსი მერილინ მონროსა და ოდრი ჰეპბერნის ვიზუალით გამოჩნდა

129

მოდელი კარლი კლოსი, რომელიც 2016 წლიდან ბრენდ Swarovski-ს სახეა, ახალ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. სპეციალურად ამ რგოლისთვის ფილმიდან „ჯენტლმენები ირჩებენ ქერებს“ მან მერილინ მონროს და ოდრი ჰეპბერნის როლი ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“ მოირგო.  ორივე მათგანს Swarovski-ს სიყვარული აერთიანებს.

„ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ორი ქალით. მათი გათანამედროვება ძალიან საინტერესო იყო, – განაცხადა მოდელმა. – მათ, ისევე, როგორც სხვა ძლიერმა ქალებმა აჩვენეს, რომ თავდაჯერებული ქალები ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებიან“.

კადრი ფილმიდან “ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს”

კადრი ფილმიდან “საუზმე ტიფანისთან”