საათების შვეიცარულმა მწარმოებელმა Swatch, Visa-თან კონტრაქტი გააფორმა. საუბარია გადახდის ახალ სისტემაზე – pay-by-the-wrist, რომელიც ჭკვიანი საათებით თანხის გადახდას გულისხმობს.
მწარმოებელი საათის სპეციალურ სერიას – Swatch Bellamy გამოუშვებს. პროექტი აშშ-ში, შვეიცარიასა და ბრაზილიაში ჩაუშვეს. კომპანიის განცხადებით, 2016 წლის დასაწყისში, ამ გზით გადახდა მთელს მსოფლიოში იქნება შესაძლებელი, სადაც Visa-ბარათები მოქმედებს.
