LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლა პირველ აპრილამდე გადაიდო

599
shutterstock512746846

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.

გარდა არდადეგების გახანგრძლივებისა, საბჭომ კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო :

  • საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა კი ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.
  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
  • საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

კორონავირუსი: რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას

კორონავირუსის გავრცლებასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები დააწესეს მგზავრობასთან დაკავშირებით, თუმცა მგზავრები ინდივიდუალურადაც მიმართავენ უსაფრთხოების ზომებს. რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას? – სტატიას აქტუალურ თემაზე ,,ბიბისი” აქვეყნებს. მატარებელი და ავტობუსი ჯერჯერობით კორონავირუსის გავრცელების ყველა გზა დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ იგი გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის მიერ ხველების ან […]

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტი, მათ შორის 2 წლის ბავშვია მოთავსებული

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g