LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა ბავშვის უფლებაა – ბავშვის კოდექსი

skveri

ბავშვს უფლება ექნება, სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა მოითხოვოს, მშობლები და აღზრდაზე პასუხისმგებელი პირები კი ვალდებული იქნებიან, ამ თვალსაზრისით ბავშვის მოსაზრებებსა და საჭიროებებს სათანადო ყურადღება დაუთმონ.

შესაბამისი ცვლილებები „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ბავშვს უფლება აქვს, დასვენებასა და თავისუფალი დროის ქონაზე, თამაშზე, რეკრეაციულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

ამასთან, ცვლილებებით ბავშვის უფლება იქნება, მოუსმინონ და სათანადოდ გაითვალისწინონ მისი მოსაზრება ნებისმიერი ისეთი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც ეხება ან მომავალში მოახდენს გავლენას ბავშვის რომელიმე უფლებაზე.

ასევე პროექტით ბავშვის უფლება იქნება, ყოველთვის მოუსმინონ, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამის მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g