LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორი ინფორმაცია არ აქვთ… იქ სადაც ძალის გადამეტება იყო, ყველგან საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“ – ზარქუა ევროპული საბჭოს 19 დეკემბრის სამიტის დასკვნაზე

175
ირაკლი ზარქუა

„სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური ნაცმოძრაობისგან იღებენ ინფორმაციას და ეს არახალია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა სამიტის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს:

„მათი სატელიტები რომ არიან, ესეც დადასტურებულია არაერთგზის და ბუნებრივია, რომ ასეთ ადამიანებს რაც არ უნდა აუხსნა, აზრი არ აქვს, რადგან მათ სხვა მისია აქვთ. ძალადობა რა თქმა უნდა მიუღებელია, და იქ სადაც ძალის გადამეტება იყო, ყველგან საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g