LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობის წესი შეიცვალა

594
20210119123416

„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში სავალდებულო ვერიფიკაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა და აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია“, – ნათქვამია „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები; ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g