კრეატიულმა სააგენტომ Paim, ბრაზილიელ პედიატრთა ასოციაციის დაკვეთით, ორიგინალური სოციალური რეკლამა შექმნა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ჩვილების ჯანმრთელობაზე და დედის როლზე ამ მიმართულებით. პოსტერები დამაჯერებლად საუბრობს იმაზე, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს, სამომავლოდ სწრაფი კვების პროდუქტების მიღებას.
რეკლამში ყურადღება გამახვილებულია არა მარტო ლაქტაციის პერიოდზე, არამედ ორსულობის მონიტორინგზეც. კოკა-კოლაზე, ჰამბურგერებსა და დონატებზე უარის თქმა ბევრად მარტივია, ვიდრე სამომავლოდ ბავშვის ავადმყოფობასთან ბრძოლა. შეაფასეთ მეძუძური დედების მკერდზე დატანილი ორიგინალური ილუსტრაციები.