LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია – ის ამ ეტაპზე მარნეულის მოსახლეობაზეა გათვლილი

353
ეკუნა

მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩავიდა – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამით ტესტირების ვადა 6 საათის ნაცვლად საათნახევრამდე შემცირდება, რაც მათ პირველი ეტაპისთვის უფრო შემოკლებულ ვადებში პაციენტების ნაკადების მართვის საშუალებას მოგვცემს.

დღეს ჩინეთიდან სპეცრეისს ელოდებიან: საქართველო 2 ტიპის ტესტს მიიღებს

სწრაფ ტესტებს პირველად მარნეულში გამოიყენებენ.

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას “, – აცხადებს ტიკარაძე. 

მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ხელშეკრულება სულ 200 ათას ტესტზეა გაფორმებული.,

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g