UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი, საქართველოში იმყოფება.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს მისი ჩამოსვლის მიზანს. როგორც ირკვევა ის საქართველოში MMA დარბაზის გახსნისთვის ჩამოვიდა, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე დასრულების ფაზაშია და მსურველებს მალე მიიღებს.
„მალე გაგაგებინებთ თბილისში სად და როდის გაიხსნება ჩემი MMA -ს დარბაზი“, „სწრაფი ვიზიტი ჩემს ულამაზეს სამშობლოში, საქართველოში,“ – წერს მერაბ დვალიშვილი.


