LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Syngenta საქართველოში მცენარეთა დაცვის ახალი საშუალებების შემოტანაზე მუშაობს

1375

მსოფლიოში ლიდერი კომპანია აგრობიზნესის სფეროში – Syngenta ქართველ მომხმარებელს მცენარეთა დაცვის 40-ზე მეტი დასახელების საშუალებას სთავაზობს. პროდუქცია შვეიცარიაში იწარმოება.

როგორც ”ფორტუნას” ამიერკავკასიაში Syngenta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის დირექტორმა, ზურაბ ლოლაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებით Syngenta -ს 3 ახალი პროდუქტის გამოცდა.

”ცდებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. ქართულმა ნიადაგმა და კლიმატურმა პირობებმა მცენარეთა დაცვის ეს ახალი სამი პროდუქტი თუ მიიღო, მოხდება მათი რეგისტრაცია და მომავალი წლიდან, ქართველი ფერმერები უკვე შეძლებენ მათ შეძენას”,  – განმარტა ზურაბ ლოლაძემ.

მისივე თქმით, ამიერკავკასიაში Syngenta-ს ოფიციალური წარმომადგენლობა თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიასთან. მათ ეხმარება პროდუქციის იმპორტში და შემდეგ ეს კომპანიები პროდუქციის რეალიზაციას თავად ახორციელებენ.

Syngenta-ს მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენა საქართველოში შესაძლებელია სხვადასხვა აგრო მაღაზიაში, ასევე ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით. გარდა იმისა, რომ შვეიცარიიდან ჩამოგვაქვს 40-ზე მეტი დასახელების მცენარეთა დაცვის საშუალებები, გვაქვს სათესლე მასალაც. ჩამოგვაქვს სხვადასხვა ბოსტნეულის, ასევე მზესუმზირისა და სიმინდის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა. რაც შეეხება მცენარეთა დაცვას, აქ არის 3 ძირითადი მიმართულება: ინსექტიციდები (მავნებლების საწინააღმდეგო), ფუნგიციდები (მცენარეთა დაავადებების საწინააღმდეგო) და ჰერბიციდები (სარეველა ბალახების საწინააღმდეგო), – აცხადებს ზურაბ ლოლაძე.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის იმპორტის გარდა, Syngenta-ს ამიერკავკასიის წარმომადგენლობა პერიოდულად ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებს, სადაც გარდა თეორიული სწავლებისა, სხვადასხვა ახალი პრეპარატების გამოცდაც ხდება. ამჟამად, 24 მაისს გორის რაიონის სოფელ ძევერაში იგეგმება მსგავსი სემინარის ჩატარება ფერმერებისთვის, რომელთაც ასწავლიან, როგორ დაიცვან ხეხილი მავნებლებისგან.

ცნობისთვის, Syngenta არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც სათესლე მასალებსა და მცენარეთა დაცვის უმაღლესი ხარისხის საშუალებებს აწარმოებს. ამიერკავკასიაში Syngenta -ს წარმომადგენლობა ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს და მისი ცენტრალური ოფისი თბილისში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g