მიმდინარე თვის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად, 15 წლის შემდეგ, მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნდა. ბენდმა ორი ახალი კომპოზიცია Protect the Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა.
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯგუფის ჰიტმა Chop Suey „იუთუბზე“ მილიარდ ნახვაზე მეტი დააგროვა.
შეგახსენებთ, Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის, Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა. კომპოზიცია 2002 წლის „გრემიზე“, ნომინაციაში „მეტალის ჟანრში საუკეთესო შესრულება“ იყო ნომინირებული.