LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„T. Blues Mob ბენდის“ წევრი კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა

91

7 ივნისს „T. Blues Mob ბენდის“ წევრი კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა. ის კომპოზიტორი და ჯგუფის დამაარსებელი და ბასგიტარისტი იყო. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ ბენდს 500-მდე კონცერტი აქვს გამართული დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. მონაწილეობდნენ ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა Midfyns, Notoden Blues Fest, Samso Fest, Kloften, Loftoden, Harley-Davidson Rock Fest, Lillehammer, Skandeborg Rock Fest, Flashboda Blues Fest, Aborg Blues & Jazz Fest, Copenhagen Blues Fest, Kavkaz Jazz Festival, Black Sea Jazz Fest, Odda Bluesfest, The Band და ა.შ.

ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული T.BLUES MOB-ი არაერთხელ გამოსულა სცენაზე ცნობილ ჯგუფებთან, ბლუზმენებთან და როკშემსრულებლებთან.

მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამენ კოკა ცქიტიშვილის ახლობლები, მეგობრები და კოლეგები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g