ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა.
„პირველების“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლად მუშაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: TV „პირველი“
