დაბა ტაბახმელის ტყეში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის ნაპოვნი ცხედარი დღეს მშობლიურ სოფელ ჩალაუბანში გადაასვენეს.
ოჯახის წევრები ექსპერტიზის დასკვნამდე მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია. როგორც შსს-ში განაცხადეს, სამხედროს პოლიცია 28 იანვრიდან ეძებდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.