LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბლოიდები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის განქორწინებაზე ალაპარაკდნენ

119
ტაბლოიდები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის განქორწინებაზე ალაპარაკდნენ

43 წლის მეგან მარკლი და 40 წლის პრინცი ჰარი დღემდე ყველაზე ხმაურიანი წყვილია მსოფლიოში. ყოფილი მონარქები საზოგადოების ყურადღებას სხვადასხვა პროექტებით იქცევენ. მართალია აქედან კოლოსალურ წარმატებას ვერც ერთმა პროექტმა ვერ მიაღწია, თუმცა მეუღლეები გაჩერებას არა აპირებენ. ამჯერად, ისინი ცნობილი გამოცემის „ვენითი ფეარის“ გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალის მთავარი ფოტო გასულ წელს, ფლორიდაში წყვილის ვიზიტის დროსაა გადაღებული.

დასავლური ტაბლოიდები ბევრს წერენ წყვილს შორის არსებულ ტოქსიკურ ურთიერთობაზეც. ისევ აქტუალურია შესაძლო განქორწინების თემაც, რომელიც მართალია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, ჭორები სულ უფრო გახშირდა.

მეგანისა და ჰარის ურთიერთობის ცვლილებაზე, მონტესიტოში, მათი მეზობლებიც ალაპარაკდნენ. ფაქტია, რომ წყვილის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდი არ დგას.

ცოტა ხნის წინ, ჰარი და მეგანი კალიფორნიაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ და მათ დახმარება აღუთქვეს, თუმცა მედიაში ეს შეფასდა, როგორც მორიგი პიარ-სვლა.

„მეგანის ჭკუაზე აცეკვებული“ – პრინცი ჰარი უკვე ყველა ფოტოზე უბედური ჩანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g