LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

447

28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე – ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შეზღუდვა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე წესდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები