LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო – შალვა ნათელაშვილი

793
13161749-949259021860393-848320349441914691-o

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე, ის უკვე ნამყოფია იქ, ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე, ის უკვე იქ სწავლობს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

https://www.facebook.com/shalvanatelashviliofficial/posts/2404269116359369

შეგახსნეებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს პარლამენტში უკვე მოუსმინეს.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

"3-ის კი არა, 10-ის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათთვის არ მიკითხავს, შემეძლო თუ არა პარლამენტის ტრიბუნიდან დამესახელებინა მათი სახელი და გვარი"

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობაა. კერძოდ, დოპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

 

თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g