“უდიპლომო” შალვა თადუმაძის პრეტენზია უვადო მოსამართლეობაზე, პოლიციელები, რომლებიც მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, დავით გარეჯის სადავო ტერიტორია და რუსეთთან ფრენების აღგენა – მთავრობა დღეს, ძირითადად ამ საკითხებზე მსჯელობდა.
პრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში დავით გარეჯის გარდა, აქცენტი რუსთავში მომხდარ მკვლელობასა და ამ საქმეზე დაკავებულ პოლიციელებზე გააკეთა გახარია მიიჩნევს, რომ ერთეული შემთხვევები 40 ათას ადამიანს, ვინც ქვეყანას ღირსეულად ემსახურება, ჩრდილს ვერ მიაყენებს.
„ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როდესაც სამართალდამცავი ჩაიდენს დანაშაულს, უფრო დაუნდობლები ვიქნებით - გახარია მუმლაძის მკვლელობაზე
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა.
როდესაც სამართალდამცავი ჩაიდენს დანაშაულს, უფრო დაუნდობლები ვიქნებით - გახარია მუმლაძის მკვლელობაზე
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში მისი ვიზიტის მნიშვნელობასაც. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება. ამ ყველაფერს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პირადად გახარიას დამსახურებაა.
სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი
ხვალიდან დავით გარეჯის ეკლესიები იხსნება - რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ აზერბაიჯანთან
აზერბაიჯანის თემის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ფრენების აღდგენასაც შეეხო და თქვა, რომ
რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის.
“ეს უკეთესია საქართველოსთვისაც, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი“, – აცხადებს ზალკალიანი.
ქუთაისის აეროპორტით 365 267 მგზავრმა ისარგებლა, რაც 130 524 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით.
რა ზარალი მოუტანა საქართველოს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ - ზუსტი რიცხვები უკვე ცნობილია
ბუნებრივია, მედიის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა შალვა თადუმაძე, რომლის უმაღლეს განათლებაზე უკვე ორი დღეა პოლიტიკოსები და მოქალაქეები ხუმრობენ.
შეგახსენებთ, მას უვადო მოსამართლეობა სურს, რის გამოც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. მთავარი განსახილველი საკითხი თადუმაძის დიპლომი იყო, რომლის მიხედვითაც, მან იმ დროს ჩააბარა უნივერსიტეტში, როცა თავად უნივერსიტეტი ჯერ არ არსებობდა.
თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე
ამ თემაზე დღეს თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ
რამდენიმე დეპუტატმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი და არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, ცდილობს, ამ შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს. დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა.
ვფიქრობ, ეს პრაქტიკული გამოცდილება ბევრ რამეს შესძენს სამომავლოდ პროცესებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ის თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ “უზუსტობას” არ შეხებია.