LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლით და ქონით ბავშვის „გათხიპვნა“ ხველას ვერ უშველის – ექიმი კომაროვსკი

286

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარი ვიდეობლოგით ისეთ აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიცაა ხველის სიმპტომატიკის მოხსნა ტრადიციული მეთოდებით. მაგალითად აბაზანით, ორთქლით, თაფლისა და ქონის წასმით:

„აბაზანის ორთქლსა და თაფლს ხველასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მეტიც, აბაზანაში ტემპერატურა  შეიძლება იყოს მშრალიც, შესაძლოა პირიქით, იყოს ბევრი ორთქლი და ტემპერატურა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ამიტომ აბაზანის გამოყენება მკურნალობის მიზნით, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ხველისას ეს ძალიან საშიშია.

რაც ეხება თაფლსა და ქონს, თაფლით და ქონით ბავშვის „გათხიპვნა“ ხველას ვერ უშველის. ეს არ გჭირდებათ, თქვენ გჭირდებათ ადეკვატური ტემპერატურა ოთახში და ბევრი სითხე. ესაა წარმატების 99 პროცენტი ხველის დროს. თუ ბავშვი საკმარისი რაოდენობით იღებს თბილ სითხეებს, კომოპოტს, ჩაის, რძეს, კი ბატონო, თუნდაც რძეს თაფლით, ეს ნორმაა. მაგრამ თაფლის ან ქონის წასმა სხეულზე, უბრალოდ მკურნალობასთან კავშირში არაა.

ამიტომ გთხოვთ, თავი შეიკავეთ არაფრისმომცემი ექსპერიმენტებისგან, რომელიც ტრადიციებზეა დაფუძნებული. დაალევინეთ ბავშვებს ბევრი სითხე, შეინარჩუნეთ ოპტიმალური ტემპერატურა ოთახში, ასეირნეთ ბავშვები, – აი ეს არის ხველის მკურნალობის ოპტიმალური გზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g