ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო სამუშაო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა. რესურს ცენტრში თაგვების ყოფნას ადასტურებს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ქირია “ფორტუნასთან” საუბრისას, თუმცა საგამოცდო პროცესის შეჩერებას უარყოფს.
“ერთმა წრუწუნამ გაიარბინა თვალის დახამხამებაში. შემჩნევაც კი ვერ მოასწრო ვერავინ და რა შეფერხებაზეა საუბარი. ტყეშია ეს ცენტრი ათასნაირი მწერი და ა.შ არის, რის გამოც ყოველ საღამოს მღრღნელებისა და მწერებისთვის სპეციალურ წამალს დებენ. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიდის.
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 425 აბიტურიენტიდან 5 მათგანი არ გამოცხადდა.
ტესტირება დღეს 14 საათზე დასრულდება და ხვალ ზოგად უნარების გამოცდით გაგრძელდება.