არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი პოლიციამ დააკავა. ვუდსი ღამის სამ საათზე ფლორიდას ერთ-ერთ ქუჩაზე სამართალდამცავებმა გააჩერეს. სპორტსმენმა განყოფილება დილით დატოვა, მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი პროცედურა გაიარა.
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გოლფისტმა კარიერის დასრულების შესახებ ორი წლის წინ განაცხადა. ბოლო სამი წლის მანძილზე ხელხემლის მალებზე მას რამდნეიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის უცნობია, დაუბრუნდება თუ არა 41 წლის სპორტსმენი თავის საქმიანობას.