ყვავილების მაღაზია სალონი “Fleur De Lys” მომხმარებელს თაიგულების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, მსურველებს შეუძლიათ აარჩიონ სასურველი თაიგული საყვარელი ადამიანისთვის.
”მათ საშუალება აქვთ, საკუთარი დიზაინით შეიტანონ ცვლილებები თაიგულში და ისე გაახარონ საყვარელი ადამიანები”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მაღაზიას უკვე შემოემატა ახალი ყვავილები: ტიტები და ირისები, რომლებზეც, მენეჯერის თქმით, უკვე დიდი მოთხოვნაა.
ამას გარდა, მაღაზია გთავაზობთ კორპორატიულ მომსახურებას, ქორწილის, დაბადების დღისა და სხვა წვეულებების გაფორმებას ყვავილებით.
ვალენტინობასთან დაკავშირებით მაღაზია შემოგთავაზებთ ფასდაკლების აქციას თაიგულებზე, რათა ბევრს მოგეცეთ საშუალება ”Fleur De Lys” თაიგული მიართვათ საყვარელ ადამიანებს.
სასურველი თაიგულის შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე შეკვეთით შეგიძლიათ. მაღაზიის მისამართია: მიცკევიჩის N15.