LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

167
BeFunky-collage (1)

ტაილანდელი ჯარისკაცი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

12 დაღუპული და 21 მძევლად აყვანილი ადამიანი - რა ხდება ტაილანდის სავაჭრო ცენტრში (ვიდეო)

სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

32 წლის ტაილანდის არმიის კაპრალმა, სამხედრო ბაზაზე მეთაური მოკლა, შემდეგ იარაღი და ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში ჯერ ბუდისტურ ტაძარს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და სროლა დაიწყო.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

„არ ვიცით, რატომ ჩაიდინა ეს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ შეიშალა“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.

შეიარაღებული ჯარისკაცის დასაკავებლად პოლიცია და არმია ოპერაციას მთელი ღამის განმავლობაში ერთობლივად ატარებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g