LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდის მეფე 20 გოგონასთან ერთად კარანტინით დაიღალა და ფესტივალზე გაფრინდა

605
27000712-8204511-image-a-40-1586436643742

ტაილანდის მონარქი მაჰა ვაჩირალონგკორნი Х კარანტინში ყოფნით დაიღალა და ფესტივალზე გაფრინდა. მეფე თვითიზოლაციაში მარტის დასაწყისში წავიდა. ის გერმანიაში ჩაფრინდა, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო დაიქირავა და 20 ქალბატონისგან შემდგარ ჰარემთან ერთად კომფორტულად მოეწყო.

თავდაპირველად მაჰა გეგმავდა, რომ ეპიდემიის დასრულებამდე სასტუმროში ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს, მალევე გადაიფიქრა. მან ბანგკოკში დაბრუნება და ნაციონალურ ფესტივალზე დასწრება გადაწყვიტა.

მეფემ სასტუმრო შუა ღამეს დატოვა, მიუნხენის აეროპორტში მივიდა და ციურიხისკენ მიმავალ თვითმფრინავში მოთავსდა. ბორტზე მონარქს მეოთხე ცოლი – 41 წლის სუტხიდა ელოდებოდა. დედოფალმა ჰარემთან ერთად ყოფნა არ ისურვა და მთელი ეს პერიოდი შვეიცარიაში ცხოვრობდა. წყვილი სამშობლოში ერთად გაემართა.

რაც შეეხება მეფის თანმხლებ 119 მსახურს, ისინი ტაილანდისკენ სხვა რეისით გაფრინდნენ და რამდენიმე მათგანს COVID-19–ის სიმპტომებიც ქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g