LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ღარიბი ტურისტები ვეღარ დაისვენებენ

196
tailandnewsss

ტაილანდს მასობრივი ტურიზმი აღარ სურს და უპირატესობა შეძლებულ ტურისტებს მიენიჭებათ. ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა დაადასტურა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ტურისტულ სექტორში ბევრი რამე შეიცვლება. „სახელმწიფო პროტოკოლში“ ბიუჯეტური ტურისტების ვიზიტი არ არის გათვალისწინებული და მთელი აქცენტი შეძლებულ დამსვენებლებზე გაკეთდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კუნძულებზე მხოლოდ ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები იმუშავებენ. შესაბამისად, სეზონის პიკში, რომელიც ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, ქვეყანას მხოლოდ 10 მილიონი ტურისტი მიაკითხავს. ეს კი 2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით 4–ჯერ უფრო ნაკლებია.

მინისტრის აზრით, ტურისტული ნაკადის ასე შემცირება გარემოს აღდგენას და პლაჟების განტვირთვას სჭირდება. კარანტინის დროს ქვიშიან სანაპიროებს კუები დაუბრუნდნენ, წყლებში კი ვარდისფერი დელფინები გამოჩნდნენ. ამ საოცრებისთვის ხელის შეშლა კი დაუშვებელი იქნება.

„ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ტურიზმის სისტემა გადავტვირთოთ. სხვა შემთხვევაში ტაილანდი ბევრს წააგებს“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ტაილანდის კუნძულები კორონავირუსის გამო ივნისის ბოლომდეა დაკეტილი. ივლისიდან საზღვრები გაიხსნება და ქვეყანა ავსტრალიელ, იაპონელ და ჩინელ ტურისტებს მიიღებს. ვიზიტორებს COVID-19–ის ტესტის ქონა და ასევე 14 დღის მხოლოდ ერთ კუნძულზე გატარება მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g