LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაირა ბენქსი ,,საძაგელი კოიოტის” გაგრძელებაზე ალაპარაკდა

mgid_ao_image_logotv

,,წვეულება, რომელიც არ მთავრდება”, – სწორედ ამ სლოგანით 2000 წელს ეკრანებზე რომანტიკული დრამედია, ,,საძაგელი კოიოტი” გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ისტორია ნიჭიერი პროვინციელი გოგონას შესახებ, მაყურებელმა მალევე შეიყვარა. ამასთან, Can’t Fight the Moonlight, რომელსაც კინოსურათში ლიან რაიმსი ასრულებს დღემდე პოპულარულ ჰიტად ითვლება.

როგორც ჩანს ტაირა ბენქსს, რომელმაც ფილმში ზოის პერსონაჟი განასახიერა, ნოსტალგია შემოაწვა. სატელევიზიო სახემ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში აღიარა, რომ ,,საძაგელი კოიოტის” მეორე ნაწილის გადაღებაზე ფიქრობს.

ყოფილმა მოდელმა ის არტისტებიც დაასახელა, ვისთანაც პროექტის ახალ ეპიზოდში ითანამშრომლებდა. მულტიტალანტური ბენქსის თქმით, კინოსურათის ახალ ეპიზოდში ლედი გაგასთან, მერილ სტრიპთან და სელენა გომესთან ერთად ითამაშებდა.

რატომ უარყო ძველი მეგობრები ტაირამ უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბენქსს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები